logo
ENG



არ ვიცი, რატომ ეძებდნენ იარაღს ან რატომ დებდნენ ნარკოტიკს - ალიევი

18 ივლ 202014:40
3 წუთის საკითხავი
 

გალიფ ალიევი, რომლის ოჯახშიც პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა, მის დაკავებასა და საპოლიციო ღონისძიებას პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებს. ალიევი ამბობს, რომ ის 10 დღის წინ დააკავეს და პოლიცია მისი სახლში იარაღის ამოსაღებად მივიდა. 

გალიფ ალიევი ამბობს, რომ მას იარაღი არასდროს ჰქონია და სამართალდამცველების მხრიდან ჩხრეკის ჩატარების მიზეზს ვერ ხედავს.

„არ ვიცი ჩხრეკის მიზეზი, არც ის ვიცი, რატომ ეძებდნენ იარაღს, რატომ გადაწყვიტეს ნარკოტიკის ჩადება. მთელ სოფელს შეგიძლიათ ჰკითხოთ, როგორი პიროვნება ვარ. მე მხოლოდ ჩემს უფლებებს ვიცავდი", - ამბობს ალიევი.

ალიევის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ არ ენდობიან გამოძიებას და იმ პოლიციელების დასჯას მოითხოვენ, ვინც ჩხრეკა ჩაატარა.

„ვითხოვდით დავსწრებოდით ჩხრეკას. სახლში შევედით პოლიციელის თანხლებით და გადავიღეთ ვიდეო, როგორ დებს პოლიციელი მასალას. არ ვენდობით გამოძიებას და ჩვენი მოთხოვნაა, ეს ხალხი დაისაჯოს. პოლიციელები რომ მოვიდნენ, წინააღმდეგი ვიყავით. რომ დავინახე, რაღაცის ჩადებას აპირებდა, გავიქეცი, რომ გამომერთმია ეს ნივთი. რომ გამოვიდა, ისევ ვცადე ნივთის წართმევა, მაგრამ პოლიციელმა ისე დამარტყა, რომ ცუდად გავხდი და პოლიციის მანქანას დავარტყი თავი", - აცხადებენ ალიევის ოჯახის წევრები.

სამოქალაქო აქტივისტმა, რაშან ზიადალიევმა სოციალურ ქსელ Facebook-ში გუშინ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ მიმდინარეობს მარნეულის სოფელ არაფლოში, ერთ-ერთ სახლში ჩხრეკა. 

აქტივისტი ამბობს, რომ ჩხრეკის დროს პოლიციელმა ნარკოტიკული საშუალების ჩადება სცადეს. კერძოდ, ვიდეოში ჩანს, თუ როგორც ყოფს ხელს მაგიდის ქვეშ ერთ-ერთი პირი და სავარაუდოდ, რაღაცას აწებებს.


close დახურვა